თეგი: „დელტა“

„დელტა" განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ განცხადებით, „დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს.“ „ორ სექტემბერს ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა. აღნიშნული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე დელტას მიერ დამატებითი ძალები მობილიზდა კახეთის რეგიონში გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად, სამუშაო პროცესი გრძელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ვინაიდან მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით უხვი ნალექის მოსვლა მოსალოდნელია ასევე 3-4 სექტემბერს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის საბრძოლო სისტემა „დელტაზე“ წვდომას მიიღებს

გერმანია პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინის საბრძოლო ველის „დელტას“ მართვის სისტემაზე წვდომას მიიღებს. აღნიშნულს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს. გერმანიას შეუძლია სისტემა საკუთარი შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოარგოს, შექმნას ახალი ფუნქციები და უკრაინასთან ერთად განავითაროს სისტემა. ბერლინი ასევე გეგმავს „Delta“-ს სისტემის შემდგომი განვითარების დაფინანსებას. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა ასევე მიაღწიეს „წინასწარ შეთანხმებას“ გამანადგურებელი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, ამ იარაღის რაოდენობისა და ტიპის შესახებ დეტალები არ დაკონკრეტებულა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინის საბრძოლო თუ ოპერატიულ მონაცემებზე წვდომა არ ექნება. უკრაინა ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ და მომარაგების ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განახლებული თავდასხმებისთვის ემზადება.