გერმანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინის საბრძოლო სისტემა „დელტაზე“ წვდომას მიიღებს

გერმანია პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინის საბრძოლო ველის „დელტას“ მართვის სისტემაზე წვდომას მიიღებს. აღნიშნულს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების მიერ ბერლინში ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს. გერმანიას შეუძლია სისტემა საკუთარი შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოარგოს, შექმნას ახალი ფუნქციები და უკრაინასთან ერთად განავითაროს სისტემა. ბერლინი ასევე გეგმავს „Delta“-ს სისტემის შემდგომი განვითარების დაფინანსებას.


უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევგენი ხმარამ და მისმა გერმანელმა კოლეგამ, ბორის პისტორიუსმა ასევე მიაღწიეს „წინასწარ შეთანხმებას“ გამანადგურებელი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, ამ იარაღის რაოდენობისა და ტიპის შესახებ დეტალები არ დაკონკრეტებულა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანიას უკრაინის საბრძოლო თუ ოპერატიულ მონაცემებზე წვდომა არ ექნება.


უკრაინა ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ და მომარაგების ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ განახლებული თავდასხმებისთვის ემზადება.