თეგი: „საქართველოს ბანკი“
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს
შს მინისტრის მოადგილე ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს საკმაოდ მძიმე შეიარაღება ჰქონდა. კერძოდ, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები. მისი თქმით, დანიშნულია ექსპერტიზა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ბანკზე თავდამსხმელმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქუთაისში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს. მისივე ინფორმაციით, გათავისუფლებული მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით. ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა არ აქვთ“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, არის თუ არა დაკავებული, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, დარახველიძემ უპასუხა, რომ ის მოქმედი თანამშრომელი არ არის. თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. თავის მხრივ, შსს აღნიშნავს, რომ თავდამსხმელს 14 მძევალი ჰყავდა აყვანილი, რომლებიც ეტაპობრივად გათვისუფლდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად 12 მძევლის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ”საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ნ. დააკავა. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 14 პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
„საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას
საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ბანკმა მცირე კომენტარი "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა. „ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში." TBC ბანკი: ვიყავით და ვრჩებით სანქციებთან შესაბამისობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ
„თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს, რომ იცავენ საერთაშორისო სანქციებს და ამ კუთხით რაიმე გამონაკლისი არ არსებობს. საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას," - აცხადებენ "საქართველოს ბანკში." საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომერციულ ბანკი - "თიბისი" ასევე არ აპირებს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, რაიმე გამონაკლისი დაუშვას იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება. "აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში," - აცხადებენ ბანკში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.
"საქართველოს ბანკის ჯგუფი" სომხურ "ამერიაბანკს" $303.6 მილიონად ყიდულობს
"საქართველოს ბანკის ჯგუფის" ცნობით, სომხური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, "ამერიაბანკის" 100%-იანი წილის შესყიდვაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია. ტრანზაქციის ღირებულება 303.6 მილიონი დოლარია. „დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას,“ ამბობს Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე. 2024 წლის პირველი იანვრის მონაცემებით “ამერიაბანკის" აქციონერები არიან Imast Group (ყოფილი Ameria Group, აქციების 48.82%, რუბენ ვარდანიანის საკუთრებაა ) EBRD – 17,71%. აზიის განვითარების ბანკი – 13.92%; ESPS Holding Limited – 12,05%; Afeyan Foundation for Armenia Inc. – 7,5%. მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი, რომელის მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრი იყო აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გასული წლის შემოდგომაზე დააკავა და ამჟამად ბაქოში პატიმრობაშია. 2023 წელს ის ამბობდა, რომ „ამერიაბანკის“ აქციონერია, მაგრამ „გავლენას არ ახდენს ბანკში გადაწყვეტილებების მიღებაზე“. მანამდე ის „ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეობა.„ამერიაბანკის“ დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი წევრია კახაბერ კიკნაველიძე - წლების განმავლობაში ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა, 2016-2019 წლებში მას „საქართველოს ბანკის ჯგუფის“ გენერალურ დირექტორის პოსტი ეკავა. „საქართველოს ბანკი“ საქართველო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი საფინანსო ორგანიზაციაა. ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული.