თეგი: „ფოლკსვაგენი“
„ფოლკსვაგენმა“ რუსეთი დატოვა
გერმანულმა საავტომობილო კონცერნმა „ფოლკსვაგენმა“, დაადასტურა, რომ რუსეთიდა სრულად გავიდა. რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა ადგილობრივმა ინვესტორმა იყიდა. „ფოლკსვაგენის“ ქარხანა შეისყიდა სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა, რომელმაც რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც გადაიბარა. „ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესს აჩერებდა.