თეგი: 17 მაისი

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება ერთი მხრივ ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. „ხატი ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ. სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს ექნება მათთან მიახლების შესაძლებლობა. პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება, ერთი მხრივ, ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, – მშვიდობისადმი როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს. ომი საშინელებაა. იგი იწირავს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს, იწირავს ოჯახის ბედნიერებას. ოჯახისა და მშვიდობის თემაზე ამავე დღეს მოეწყობა ბავშვების ნახატების გამოფენა სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში. გავერთიანდეთ ლოცვითა და მსვლელობით, გავერთიანდეთ იმ სულისკვეთებით, რომ სამშობლო ოჯახიდან იწყება და რომ მტკიცე და ძლიერი ოჯახი ქვეყნის სიმტკიცისა და ძლიერების საწინდარია“, – ნათქვამია განცხადებაში.  

საელჩოები: ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში

„აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად“, - ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის,  სლოვენიის, ფინეთის,  შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი. „ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+)  თემს  საქართველოში.  ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება. ვწუხვართ, რომ ისევე როგორც წინა წლებში, უსაფრთხოების მოსაზრებები ხელს უშლის საქართველოს მოქალაქეებს ღიად გამოხატონ სოლიდარობა ლგბტქი+ თემის მიმართ და ხმა აიმაღლონ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT, მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და  ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორცილებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაასამართლოს ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი. ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე. სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა  ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენელების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები. მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად. ვერთიანდებით ადამიანის უფლების დასაცავად, რათა ყველამ შეძლოს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად, თავისუფალ და თანასწორ გარემოში, და ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას თანასწორი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, რომელიც გააძლიერებს და დაიცავს მის ყველა წევრს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

17 მაისს, საპატრიარქო საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობას გეგმავს

17 მაისს საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება. მანამდე კი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, ქაშვეთის ტაძარში „საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს".   „2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.   ამ დღესთან დაკავშირებით ოთხშაბათს, 17 მაისს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პარაკლისს აღასრულებს ქაშვეთის ტაძარში 12:00 საათზე.   პარაკლისის შემდეგაც შედგება საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე, სადაც ასევე შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. მშვენიერ ტრადიციად ქცეული ჩვეულებრივობით ვიკრიბებით ყველა, სამღვდელოება და მრევლი, ოჯახებთან ერთად! ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა მიმდინარეობს

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა იმართება. 17 მაისს, საპატრიარქო საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობას გეგმავს როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი სამების ტაძარში სამადლობელო პარაკლის გადაიხდიან. ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.