თეგი: Air Moldova
Air Moldova ოქტომბრიდან თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს გეგმავს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებას კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია გეგმავს. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, Air Moldova ოქტომბრიდან, თბილისი-კიშინეუს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს. ნოემბრიდან ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო
კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა. ამასთან, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.
მოლდოვა ავიარეისებს ხუთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აუქმებს
მოლდოვის სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova ხუთი ქვეყნის დედაქალაქების - პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბოლისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით ავიარეისებს აუქმებს და გადაწყვეტილების მიზეზად ტექნიკურ სირთულეებს ასახელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Air Moldova ამჟამად შედეგების აღმოფხვრასა და ფრენების განრიგის რეორგანიზაციაზე მუშაობს. „გაუქმებულია ფრენები პრაღის, ლონდონის, პარიზის, სტამბულისა და თბილისის მიმართულებით და პირიქით. ავიარეისების გაუქმების მიზეზი ოპერაციული სირთულეებია. ავიაკომპანიის ფლოტის ორი თვითმფრინავი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი ფრენისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.