კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – Air Moldova-მ თბილისი-კიშინეუს მიმართულებით ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, კიშინეუ-თბილისის პირველი რეისით, რომელიც ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა, 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან კიშინეუში – 133 ადამიანი გაემგზავრა.
ამასთან, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ნოემბრიდან, ზამთრის სეზონზე, ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.