თეგი: Japan Tobacco International
უკრაინამ თამბაქოს მწარმოებელი ორი უმსხვილესი კომპანია ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ თამბაქოს მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი კომპანიები Japan Tobacco International (JTI) და Philip Morris International-ი ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში დაამატა. სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, კომპანიები აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის კეთებას და მისი ეკონომიკის მხარდაჭერას. Japan Tobacco International თამბაქოს ბაზრის ლიდერია რუსეთში, ბაზრის წილით თითქმის 35%-ით. კომპანია რუსეთის ბაზარზე წარმოდგენილია, კერძოდ, Winston, LD, Mevius, Camel, Sobranie-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „ბოლო 20 წლის განმავლობაში JTI-ის ინვესტიციებმა რუსეთის ეკონომიკაში $4.6 მილიარდს გადააჭარბა.“ უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ განმარტა, რომ კომპანია კვლავ აგრძელებს პროდუქციის წარმოებას და დისტრიბუციას რუსეთში. Philip Morris International-ის ბაზრის წილმა რუსეთში 2019 წელს 30.1% შეადგინა. კომპანია რუსეთის ბიუჯეტში ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია. Philip Morris International-ის მთლიანი ინვესტიცია რუსეთში 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ცნობისთვის, რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. დასავლეთმა არაერთი სანქცია აამოქმედა რუსეთის წინააღმდეგ. მისი მიზანი რუსეთის ეკონომიკის შესუსტება და „ომის მანქანის“ დაფინანსების შეჩერებაა.