თეგი: Killnet
პრორუსული ჰაკერების ჯგუფმა, აშშ-ში, სამთავრობო ვებგვერდის გათიშვაზე პასუხისმგებლობა აიღო
კოლორადოში, კენტუკში, მისისიპსა და სხვა შტატებში, მთავრობების ვებგვერდზე შეტევაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანმა ჰაკერებმა აიღეს. კენტუკის საარჩევნო საბჭოს ვებგვერდი, რომელიც ხმის მიცემის თაობაზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით აქვეყნებს ინფორმაციას, დროებით გაითიშა, მაგრამ გაურკვეველი იყო, რამ გამოიწვია ეს შეფერხება. საარჩევნო საბჭოს ვებგვერდს ასევე მართავს კენტუკის მთავრობა, თუმცა ჰაკერებს საბჭო კონკრეტულ სამიზნედ არ დაუსახელებიათ. ჰაკერული ჯგუფი, რომელმაც პასუხისმგებლობა აიღო ვებგვერდის გათიშვაზე, ცნობილია როგორც Killnet-ი. მან თავისი საქმიანობა მას შემდეგ გააძლიერა, რაც თებერვალში, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. „აღნიშნული, პოლიტიკურად მოტივირებული ჰაკერები მხარს უჭერენ კრემლს, მაგრამ მთავრობასთან მათი კავშირების შესახებ უცნობია“, - წერს CNN.
რუსი ჰაკარების ჯგუფმა აშშ-ის რამდენიმე აეროპორტის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განახორციელა - CNN
ათზე მეტი საჯარო აეროპორტის ვებსაიტი, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი უდიდესი აეროპორტის ვებსაიტი, მიუწვდომელი იყო. პასუხისმგებლობა რუსულენოვან ჰაკერებმა აიღეს. CNN-ის ცნობით, ჰაკერულ შეტევას საჰაერო მოგზაურობაზე ზემოქმედების უშუალო ნიშნები არ გამჟღავნებულა. კიბერშეტევის სამიზნეებს შორის ნიუ-იორკის აეროპორტი La Guardia და ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ატლანტის აეროპორტები იყვნენ. კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჯგუფმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევები განიზრახა.