ათზე მეტი საჯარო აეროპორტის ვებსაიტი, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი უდიდესი აეროპორტის ვებსაიტი, მიუწვდომელი იყო. პასუხისმგებლობა რუსულენოვან ჰაკერებმა აიღეს. CNN-ის ცნობით, ჰაკერულ შეტევას საჰაერო მოგზაურობაზე ზემოქმედების უშუალო ნიშნები არ გამჟღავნებულა.
კიბერშეტევის სამიზნეებს შორის ნიუ-იორკის აეროპორტი La Guardia და ლოს-ანჯელესის, ჩიკაგოს და ატლანტის აეროპორტები იყვნენ.
კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა რუსულენოვანი ჰაკერების ჯგუფმა Killnet-მა აიღო. ჯგუფმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოკავშირე ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევები განიზრახა.