თეგი: MiG

სლოვაკეთის ცას გერმანიაც დაიცავს, ბრატისლავამ ყველა MiG-29 უკრაინას გადასცა

გერმანიის საჰაერო ძალები შეუერთდა NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფს, რომელიც სლოვაკეთის ცას დაიცავს. სლოვაკთმა უკრაინას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცა. როგორც მანამდე ბუნდესვერის პრესსამსახური იტყობინებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე შესრულდება. უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს მისივე თანახმად, ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანული ტაქტიკური საჰაერო ძალების 74-ე ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი (Eurofighter) საბრძოლო მზადყოფნაში დარჩება, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტების განეიტრალება იქნება. სლოვაკეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილია. ესაზღვრება უკრაინას, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გასული წლის თებერვლის შემდეგ აწარმოებს.  2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი S-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. გარდა ამისა, სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გაუგზავნა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები (MiG-29). ამიტომ, ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა აღარ შეუძლია. თავდაპირველად, ეს ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის უახლოესმა მეზობლებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა იტვირთეს, ახლა კი, გუნდს გერმანიაც შეუერთდა.