თეგი: New York Times
New York Times-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ
The New York Times-ის ასობით ჟურნალისტმა და სხვა თანამშრომელმა ხუთშაბათს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, რაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაზეთისთვის მსგავსი ტიპის პირველი გაფიცვაა. Newsroom-ის თანამშრომლები და The NewsGuild of New York-ის სხვა წევრები ამბობენ, რომ მობეზრდათ ვაჭრობა, რომელიც გაჭიანურდა მას შემდეგ, რაც მათ ბოლო კონტრაქტი, 2021 წლის მარტში ამოიწურა. გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს ხელფასების დაუყოვნებლივ, 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით ზრდა შესთავაზეს. პროფესიული კავშირი კი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ, 10%-ით გაუზარდონ. პროფკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ 1,100-ზე მეტმა თანამშრომელი 24-საათიით შეაჩერებდა მუშაობას, თუ ხუთშაბათს მხარეები არ მიაღწევდნენ შეთანხმებას. „არასოდეს არ არის ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა საქმის კეთებაზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ ჩვენი წევრები მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ უკეთესი ნიუსრუმის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია The NewsGuild-ის Twitter პოსტში. მოლაპარაკებები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ხელფასების ზრდა და დისტანციური მუშაობის პოლიტიკა.
სასამართლომ დონალდ ტრამპს New York Times-ისთვის 400 000-მდე დოლარის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, New York Times-ისა და 2 გამომძიებელი ჟურნალისტისთვის 392 638 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ New York Times-სა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრალდებები არ გაითვალისწინა. Associated Press-ის ცნობით, მოსამართლე რობერტ რიდის გადაწყვეტილებით, ტრამპმა გამოცემასა და ჟურნალისტებს მათ წინააღმდეგ შეტანილი წარუმატებელი სარჩელის სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. „დღევანდელი გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ შტატის ახლად მიღებულ ანტი-SLAPP წესდება პრესის თავისუფლების დასაცავად ძლიერი ძალა შეიძლება იყოს. ეს სასამართლოს გზავნილია მათთვის, ვისაც ჟურნალისტების გასაჩუმებლად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენება უნდათ," - განაცხადა New York Times-ის სპიკერმა. 2021 წელს ტრამპმა New York Times-ის, მისი სამი ჟურნალისტისა და საკუთარი ძმისშვილის, მერი ტრამპის, წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ტრამპი 2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიის გამო, 100 მილიონი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ის ჟურნალისტებს მისი ძმისშვილის მიზანმიმართულად მოძიებასა და მისგან კონფიდენციალური საგადასახადო ჩანაწერების გამოთხოვნაში ადანაშაულებდა. მერი ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი კვლავ განიხილება და მისი თხოვნა სასამართლოს დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მოსამართლემ უარყო.