The New York Times-ის ასობით ჟურნალისტმა და სხვა თანამშრომელმა ხუთშაბათს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, რაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაზეთისთვის მსგავსი ტიპის პირველი გაფიცვაა.
Newsroom-ის თანამშრომლები და The NewsGuild of New York-ის სხვა წევრები ამბობენ, რომ მობეზრდათ ვაჭრობა, რომელიც გაჭიანურდა მას შემდეგ, რაც მათ ბოლო კონტრაქტი, 2021 წლის მარტში ამოიწურა.
გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს ხელფასების დაუყოვნებლივ, 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით ზრდა შესთავაზეს. პროფესიული კავშირი კი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ, 10%-ით გაუზარდონ.
პროფკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ 1,100-ზე მეტმა თანამშრომელი 24-საათიით შეაჩერებდა მუშაობას, თუ ხუთშაბათს მხარეები არ მიაღწევდნენ შეთანხმებას.
„არასოდეს არ არის ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა საქმის კეთებაზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ ჩვენი წევრები მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ უკეთესი ნიუსრუმის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია The NewsGuild-ის Twitter პოსტში. მოლაპარაკებები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ხელფასების ზრდა და დისტანციური მუშაობის პოლიტიკა.