თეგი: Nord Stream2
ოპერატორი: Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა
ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ მედია გაზსადენის ოპერატორის სპიკერზე, ულრიხ ლისეკზე დაყრდნობით იტყობინება. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა „ეს შესაძლოა ორ რამეზე მიანიშნებდეს - მილსადენი ან მთლიანად ცარიელია, ან გაზის წნევამ მილში და მის გარეთ წონასწორობას მიაღწია“, - ამბობს ულრიხ ლისკეზე. რაც შეეხება დაზიანებულ მეორე მილსადენს, Nord Stream1-ს, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ იქ გაჟონვა შეჩერებულია. SVT Nyheter-ის ცნობით, ეს სავარაუდოდ 2 ოქტომბერს მოხდება. შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა. რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.