ბალტიის ზღვის ფსკერზე, დაზიანებული Nord Stream2-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ მედია გაზსადენის ოპერატორის სპიკერზე, ულრიხ ლისეკზე დაყრდნობით იტყობინება.
„ეს შესაძლოა ორ რამეზე მიანიშნებდეს - მილსადენი ან მთლიანად ცარიელია, ან გაზის წნევამ მილში და მის გარეთ წონასწორობას მიაღწია“, - ამბობს ულრიხ ლისკეზე.
რაც შეეხება დაზიანებულ მეორე მილსადენს, Nord Stream1-ს, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, რომ იქ გაჟონვა შეჩერებულია. SVT Nyheter-ის ცნობით, ეს სავარაუდოდ 2 ოქტომბერს მოხდება.
შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს მილსადენებში გაზის წნევა დაეცა და Nord Stream-ის სამ ხაზზე გაჟონვა გამოვლინდა.
რუსეთისა და აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მილსადენებზე დაზიანება დივერსიის შედეგია.
The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.