თეგი: SBU
კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქონება ჩამოართვა
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) ლვოვის ოლქის დეპარტამენტმა კრემლის მომხრე ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლეს ქონება ჩამოართვა. საუბარია სამ მიწის ნაკვეთზე, რომელთა ღირებულებააც 55,000 აშშ დოლარია. მიწის საკუთრება მარჩენკოს სახელმწიფოსგან უკანონოდ 2009 წელს გადაეცა, აცხადებენ SBU-ში. სახელმწიფო ღალატში ბრალდებული მედვედჩუკი აპრილის შემდეგ პატიმრობაშია. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.
უკრაინა: ოლიგარქ მედვედჩუკთან და პუტინის ყოფილ მრჩეველთან მჭიდრო კოორდინაციით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ორ პირს ბრალი წაუყენეს
2019 წელს კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან, მის ორგანიზაცია „სამოქალაქო არჩევანთან“ და რუსეთის პრეზიდენტის მაშინდელ მრჩეველ ვლადისლავ სურკოვთან, მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ბრალი ორ პირს წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ავრცელებს. მისი ცნობით, დადგინდა, რომ დამნაშავეები რუსებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული არჩევანის“ ცალკეულ წევრებთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ. SBU-ს გამომძიებლების თქმით, ყირიმის ანექსიის და რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მონაწილეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ვიქტორ მედვედჩუკთან, განიხილავდნენ რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის საკავშირო სახელმწიფოს შექმნის გეგმებს. დაკავებულებს ბრალად ედებათ შეთქმულება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.
„უკრაინას ახალი იარაღი აქვს, SBU-მ Sea Baby-ის ტიპის დრონები Grad-ის რაკეტებით აღჭურვა“ - მედია
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მისი მაღალეფექტიანი Sea Baby-ს საზღვაო დრონების განახლების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ახალ იარაღს Grad-ის ტიპის რაკეტების გაშვება შეუძლია, განუცხადა სააგენტოს წყარომ Kyiv Independent-ს 22 მაისს. „Sea Baby არ არის მხოლოდ დრონი, არამედ მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც მუდმივად იხვეწება," - დასძინა წყარომ. SBU-ის წყაროს ცნობით, ახალი იარაღის სისტემა უკვე მოქმედებს "რუსული პოზიციების წინააღმდეგ Kinburn spit-ზე", მიკოლაივის მახლობლად მდებარე მონაკვეთზე. SBU-ს სპიკერმა არტემ დეხტიარენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ SBU-ს შეუძლია, მიაღწიოს მიზანს შავი ზღვის თითქმის ნებისმიერ წერტილში. ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები ოკუპირებულ ყირიმზე, იმოზნებდა რუსეთის სამხედრო აქტივებს შავ ზღვაში და მის გარშემო.