2019 წელს კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან, მის ორგანიზაცია „სამოქალაქო არჩევანთან“ და რუსეთის პრეზიდენტის მაშინდელ მრჩეველ ვლადისლავ სურკოვთან, მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ბრალი ორ პირს წაუყენეს.
ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ავრცელებს.
მისი ცნობით, დადგინდა, რომ დამნაშავეები რუსებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული არჩევანის“ ცალკეულ წევრებთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ.
SBU-ს გამომძიებლების თქმით, ყირიმის ანექსიის და რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მონაწილეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ვიქტორ მედვედჩუკთან, განიხილავდნენ რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის საკავშირო სახელმწიფოს შექმნის გეგმებს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ შეთქმულება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.