თეგი: Scorpions

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება

საქართველოში OneRepublic-ის, Scorpions-ის, და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. „ბლექ სი არენაზე“ მათი კონცერტები შემდეგი განრიგით შედგება: OneRepublic – 10 მაისი; ​Scorpions – 31 მაისი, Jungle – 18 აგვისტო. ღონისძიების ორგანიზატორის, „ბლექ სი არენას“ ინფორმაციით, ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე ეტაპობრივად დაიწყება. „Starring Georgia-ს 2024 წლის სეზონის ვარსკვლავური თარიღები უკვე ცნობილია. 2024 წლის თანავარსკვლავედის 3 ბენდი უკვე ცნობილია. 10 მაისს Starring Georgia – ს მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში ამერიკული პოპ როკ ბენდი OneRepublic-ი გახსნის. ჯგუფის პირველი მნიშვნელოვანი წარმატება კომპოზიციას Apologize უკავშირდება, რომელმაც ბენდს პირველი გრემის ნომინაცია და სადებიუტო ალბომის გამოცემის მოტივაცია მისცა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბენდის სოლისტი Ryan Tedder, რომელმაც სხვადასხვა თაობის საყვარელ ჰიტებზე ისეთ დიდ არტისტებთან იმუშავა, როგორებიცაა: Beyoncé, Adele, Taylor Swift, Maroon 5, James Blunt და სხვა. Scorpions – გერმანული, ლეგენდარული ჰარდ-როკ ბენდი, რომელმაც Black Sea Arena-ს 10 000 მაყურებლიანი დარბაზი ერთხელ სრულად გაავსო, შეკვეთილს მეორედ 31 მაისს ესტუმრება. 18 აგვისტოს Brit Award-ის გამარჯვებული Jungle Black Sea Arena Front Stage-ზე წარდგება“, – ნათქვამია „ბლექ სი არენას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება

გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს. ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია "Star Ring"-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას. გერმანული ჯგუფი კონცერტს Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში, 31 მაისს გამართავს.