თეგი: Spotify
Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს
შვედური აუდიო ნაკადის და მედია სერვისების პროვაიდერმა Spotify-მ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მოკსოვს განუსაზღვრელი ვადით ტოვებს. Spotify-ის განცხადებით, ომის დაწყებიდან შემდეგ ათასობით კონტენტი განიხილა და შეზღუდა რუსული სახელმწიფო მედიის მფლობელობაში მყოფი და მართული შოუების პოვნა მათ პლატფორმაზე.
ენტონი ბლინკენმა Spotify-ს 2022 წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Spotify-ის ბოლო წლის ფლეილისთი გამოაქვეყნა. The Axios წერს, რომ ამერიკელი დიპლომატი უკვე მეორე წელია, ადგენს ფლეილისთს, რომელშიც განკუთვნილია მუსიკა სახლში და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოსასმენად. პირველი სია - At Home 2022 წლის საუკეთესო ამერიკულ ჰიტებს მოიცავს. ბლინკენი უსმენს ტეილორ სვიფტს, ლიზოს და ბედ ბანის. მეორე სიაში - On the Road გამოყოფს მის საყვარელ არტისტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მან წელს მოინახულა.
Spotify $5 მილიონით დაჯარიმდა
შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუსიკის სტრიმინგის გიგანტი Spotify 13 ივნისს 58 მილიონი კრონით (5,4 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ აცნობეს მომხმარებლებს, თუ როგორ იყენებდნენ მათ მონაცემებს. Spotify გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავის მხრივ, შვედეთის კონფიდენციალურობის დაცვის ორგანომ (IMY) განაცხადა, რომ განიხილეს „როგორ ამუშავებს Spotify კლიენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებას“და გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, IMY კომპანიას 58 მილიონი კრონის ჯარიმას აკისრებს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ევროპული მონაცემთა დაცვის აქტის GDPR-ის მიხედვით, მომხმარებლების უფლებაა, იცოდნენ რა მონაცემებს ფლობს კომპანია მათ შესახებ და როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. რეგულატორის განმარტებით, Spotify არ იყო საკმარისად კონკრეტული იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. „რადგან Spotify-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაურკვეველი დარჩა, პირებს გაუჭირდათ იმის გაგება, თუ როგორ მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები; ასევე - შეემოწმებინათ, არის თუ არა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი.