შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუსიკის სტრიმინგის გიგანტი Spotify 13 ივნისს 58 მილიონი კრონით (5,4 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ აცნობეს მომხმარებლებს, თუ როგორ იყენებდნენ მათ მონაცემებს.
Spotify გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
თავის მხრივ, შვედეთის კონფიდენციალურობის დაცვის ორგანომ (IMY) განაცხადა, რომ განიხილეს „როგორ ამუშავებს Spotify კლიენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებას“და გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, IMY კომპანიას 58 მილიონი კრონის ჯარიმას აკისრებს.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ევროპული მონაცემთა დაცვის აქტის GDPR-ის მიხედვით, მომხმარებლების უფლებაა, იცოდნენ რა მონაცემებს ფლობს კომპანია მათ შესახებ და როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. რეგულატორის განმარტებით, Spotify არ იყო საკმარისად კონკრეტული იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები.
„რადგან Spotify-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაურკვეველი დარჩა, პირებს გაუჭირდათ იმის გაგება, თუ როგორ მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები; ასევე - შეემოწმებინათ, არის თუ არა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი.