თეგი: აეროპორტები

მსოფლიოში ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP ათეული ცნობილია

სტამბოლის აეროპორტი ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP 10 შევიდა. მსოფლიოს ყველაზე გადატვირთული აეროპორტების TOP 10-ში ატლანტაში მდებარე ჰარტსფილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტია. შემდეგ პოზიციაზეა დუბაისა და ფორტ-უერტის აეროპორტი დალასში. მეოთხეა ტოკიოს აეროპორტი. მერვე პოზიციაზეა ლონდონის ჰიტროუს აეროპორტი. მეცხრე პოზიციაზეა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტი, ხოლო ათეულს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი ხურავს.   

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვა, 43-ჯერ გახანგრძლივდა

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება. „რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე, მოსკოვის დროით 03:45 საათამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. დროებით შეზღუდულია ფრენები ანაპის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლისა და ელისტას აეროპორტებში. რუსულ ავიაკომპანიებს ურჩევენ, უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა ალტერნატიულ მარშრუტებზე სოჭის, ვოლგოგრადის, მინერალნიე ვოდის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით. რუსეთის ფედერაციის დანარჩენი აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, 11 აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მიზეზს არ ასახელებს.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის 11 აეროპორში ფრენების შეიზღუდვა 43-ჯერ გახანგრძლივდა. პირველად ეს რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.   

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება  - ქუთაისის აეროპორტის განახლება დასრულდა 2021 წელს. ჯამში, 110 მლნ იყო ინვესტიცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. „დავასრულეთ ტენდერი და ზაფხულის მეორე ნახევარში უკვე მზად იქნება. ასევე უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ასაფრენ- დასაფრენი ზოლი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განვითარდება სატვირთო ავიამიმოსვლაც. კერძო სექტორის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.  

აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ცნობების ფონზე, მოსკოვის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო

მოსკოვის აეროპორტების, "დომოდედოვოსა" და "ვნუკოვოს" მუშაობა 10 აგვისტოს ღამით შეჩერდა. სააგენტო "რია ნოვოსტი" „ვნუკოვოს“ აეროპორტის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ „შეზღუდვები აეროპორტისგან დამოუკიდებელი მიზეზით“ შემოიღეს. „დომოდედოვოში“ კი განაცხადეს, რომ ეს მომხდარი, „ფრენების უსაფრთხოების დამატებით ზომების მიზეზით“ ახსნეს. პარალელურად, რუსეთი იუწყებოდა, რომ მოსკოვი ისევ დრონების თავდასხმის სამიზნეა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი უპილიტო საფრენი აპარატი გაანადგურა, რომელიც დედაქალაქისკენ მიემართებოდა. „საჰაერო თავდაცვამ დედაქალაქისკენ მიმავალი ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა“, - დაწერა მან Telegram-ზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთი დრონი კალუგის ოლქში, მეორე კი - ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. მოსკოვის მერი 9 აგვისტოსაც აცხადებდა, რომ დრონების თავდასხმა მოიგერიეს. 30 ივლისს დრონით თავდასხმა ბიზნესცენტრ "მოსკვა სიტიზე", განმეორებითი შეტევა კი იმავე ბიზნესცენტრზე პირველ აგვისტოსაც განხორციელდა. რუსეთი შეტევაში კიევს ადანაშაულებს, უკრიანა თავდასხმებს ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია  

გერმანიის აეროპორტებში დღეს 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდება

გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც Ruters-ი წერს, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები 2023 წელსაც არაერთხელ გაიფიცნენ. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.