გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც Ruters-ი წერს, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა.
დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები 2023 წელსაც არაერთხელ გაიფიცნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.