აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი: ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება

ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სატვირთო ავიამიმოსვლაც განვითარდება  - ქუთაისის აეროპორტის განახლება დასრულდა 2021 წელს. ჯამში, 110 მლნ იყო ინვესტიცია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ინვესტიციის, რომელიც დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა.

„დავასრულეთ ტენდერი და ზაფხულის მეორე ნახევარში უკვე მზად იქნება. ასევე უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოეწყობა ასაფრენ- დასაფრენი ზოლი და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განვითარდება სატვირთო ავიამიმოსვლაც. კერძო სექტორის ჩართულობა ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.