რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება.
„რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე, მოსკოვის დროით 03:45 საათამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
დროებით შეზღუდულია ფრენები ანაპის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლისა და ელისტას აეროპორტებში.
რუსულ ავიაკომპანიებს ურჩევენ, უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა ალტერნატიულ მარშრუტებზე სოჭის, ვოლგოგრადის, მინერალნიე ვოდის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით. რუსეთის ფედერაციის დანარჩენი აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.
რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, 11 აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მიზეზს არ ასახელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის 11 აეროპორში ფრენების შეიზღუდვა 43-ჯერ გახანგრძლივდა. პირველად ეს რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.