თეგი: ათენი

უცხოური მედია: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს. როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა. ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. საბერძნეთი NATO Tiger Meet 2022-ს მასპინძლობს. რატომ არ მონაწილეობს თურქეთი საჰაერო წვრთნებში გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.  

ათენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ორი გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა

Ryanair-ის (RYA.I) სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. Reuters-ის ცნობით, მანამდე, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. თვითმფრინავში დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი, რომელიც კატოვიციდან საბერძნეთში მიფრინავდა, ათენში ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით, 17:35 საათზე დაფრინდა. აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველების მიერ შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა. 

ათენში ძლიერი სიცხის გამო, აკროპოლისი დაიკეტა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიკეტა. მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები. სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს, აკროპოლისის მიმდებარედ კი, 48 გრადუსს მიაღწია. საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურის ცნობით, დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.  

საქართველოს საელჩო ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში მომხდარ არეულობაზე ინფორმაციას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან. შესაბამის ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა Facebook-ზე ავრცელებს. „ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმდენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები,“ - წერს საელჩო და ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს. „ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს ( +306952220000), რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს,“ -  აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.