თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საბერძნეთის ელჩი გამოიძახეს. როგორც სააგენტო თურქული სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ელჩი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საბერძნეთის ხელისუფლებამ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს ათენში თურქეთის საელჩოსთან დემონსტრაციის გამართვის ნებართვა მისცა.
ცნობისთვის, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ანკარამ საბერძნეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულა.