ათენის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ორი გამანადგურებლის თანხლებით დაეშვა

Ryanair-ის (RYA.I) სამგზავრო თვითმფრინავი ათენის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. Reuters-ის ცნობით, მანამდე, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

თვითმფრინავში დაახლოებით 190 მგზავრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი, რომელიც კატოვიციდან საბერძნეთში მიფრინავდა, ათენში ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის თანხლებით, 17:35 საათზე დაფრინდა.

აეროპორტში მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები. სამართალდამცველების მიერ შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავში ბომბი არ აღმოჩნდა.