საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აკროპოლისი დაიკეტა.
მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები.
სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს, აკროპოლისის მიმდებარედ კი, 48 გრადუსს მიაღწია.
საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურის ცნობით, დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.