თეგი: ალასკა

ვოლოდინი: აშშ-მ სჯობს ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს

შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ამ ფრაზით, რუსეთის დუმის სპიკერმა აშშ-ს, ალასკის დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა.  „წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს სჯობს ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ  ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, სჯობს კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - თქვა ვოლოდინმა.  ცნობისათვის, ალასკის ტერიტორია აშშ-მ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.  

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შენიშნეს - CNN

რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ორ დღეში ორჯერ შევიდა ალასკის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში, ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა. რუსეთის დუმის სპიკერი: აშშ-მ სჯობს, ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს CNN-ის ცნობით, მსგავსი ფაქტი მიმდინარე კვირაში სამჯერ დაფიქსირდა. „ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ რეაგირების რამდენიმე ვარიანტი ჩრდილოეთ ამერიკისა და არქტიკის სუვერენიტეტის დასაცავად“, - აღნიშნულია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სარდლობის განცხადებაში. საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა (ADIZ) არის სივრცე ქვეყნის ტერიტორიისა და ეროვნული საჰაერო სივრცის მიღმა, სადაც უცხო ქვეყნის თვითმფრინავების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და კონტროლი ხდება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ალასკაზე ნავთობის მოძიების მიზნით, აშშ-ს აუქციონზე თითქმის 1 მილიონი ჰექტარი მიწა გამოაქვს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, ალიასკის სანაპიროზე ახალი ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვისთვის ასობით ათასი ჰექტარი გამოყოს. იტყობინება Bloomberg. 958 000-ზე მეტი ჰექტარი ალასკაში Cook Inlet-ზე აუქციონზე გაიყიდება. მოსალოდნელია, რომ ბურღვისას, თითქმის 200 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და 300 მილიარდი კუბური ფუტის ბუნებრივ აირს რეალიზაცია მოხდეს.  გაყიდვის შესახებ ამბებმა, გარემოსდაცვითი ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია. ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცენტრმა განაცხადა, რომ ეს აქტივობა ზიანს აყენებს მსოფლიოში გადაშენების პირას მყოფი ვეშაპების პოპულაციას, Cook Inlet beluga-ს, ისევე როგორც სხვა სახეობებს.  

აშშ აცხადებს, რომ ალასკაზე გაურკვეველი ობიექტი ჩამოაგდო

თეთრი სახლის განცხადებით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში ალასკაზე ობიექტი ჩამოაგდეს. სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ობიექტი იყო „პატარა მანქანის ზომა" და იმ დროისთვის იშვიათად დასახლებულ ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მისივე თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოეგდოთ ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის იყო. კირბის თქმით, მანამდე, სიტუაცია მას შემდეგ შეფასდა, რაც მოიერიშე თვითმფრინავი მიუახლოვდა გაურკვეველ ობიექტს. კირბის განმარტებით, ობიექტი ალიასკის თავზე 40000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა და შესაძლოა, საფრთხე შეექმნოდა სამოქალაქო თვითმფრინავებს. დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ობიექტის შესახებ ხუთშაბათს საღამოს შეიტყვეს. 5 თებერვალს, აშშ-მ ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა.