ვოლოდინი: აშშ-მ სჯობს ალასკაზე იფიქროს, შესაძლოა, მისი დაბრუნება მოგვინდეს

შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად, ალასკა, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. ამ ფრაზით, რუსეთის დუმის სპიკერმა აშშ-ს, ალასკის დაბრუნების შესაძლებლობაზე მიანიშნა. 

„წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს სჯობს ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ  ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, სჯობს კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - თქვა ვოლოდინმა. 

ცნობისათვის, ალასკის ტერიტორია აშშ-მ რუსეთისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორეს დროს, 1967 წელს 7.2 მილიონ დოლარად გამოისყიდა. რუსეთის იმპერიამ ალასკის გაყიდვიდან მიღებული თანხის უდიდესი ნაწილი კურსკი-კიევი, რიაზანი-კოზლოვსკი და მოსკოვი-რიაზანის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობისთვის გამოიყენა.