თეთრი სახლის განცხადებით, ბოლო ერთი საათის განმავლობაში ალასკაზე ობიექტი ჩამოაგდეს. სპიკერმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ობიექტი იყო „პატარა მანქანის ზომა" და იმ დროისთვის იშვიათად დასახლებულ ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისივე თანახმად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოეგდოთ ობიექტი, რომელიც გაურკვეველი წარმოშობის იყო. კირბის თქმით, მანამდე, სიტუაცია მას შემდეგ შეფასდა, რაც მოიერიშე თვითმფრინავი მიუახლოვდა გაურკვეველ ობიექტს.
კირბის განმარტებით, ობიექტი ალიასკის თავზე 40000 ფუტის სიმაღლეზე მოძრაობდა და შესაძლოა, საფრთხე შეექმნოდა სამოქალაქო თვითმფრინავებს.
დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა ობიექტის შესახებ ხუთშაბათს საღამოს შეიტყვეს.
5 თებერვალს, აშშ-მ ქვეყნის სანაპიროსთან ჩინეთის კუთვნილი აეროსტატი ჩამოაგდეს, რომელიც ამერიკის საჰაერო სივრცეში გუშინ გამოჩნდა.