თეგი: ანგარიშები

პოლონეთმა რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაბლოკა

პოლონეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ანგარიშები 2 სექტემბრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება. ამის შესახებ რუსული მედია, პოლონეთში რუსეთის ელჩ სერგეი ანდრეევზე დაყრდნობით წერს. რუსი დიპლომატის ცნობით, ანგარიშები პოლონეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით დაბლოკეს. „რა იქნება 2 სექტემბრის შემდეგ, არც ესაა ნათელი“, - თქვა ანდრეევმა. აღნიშნული ფაქტი, რუსეთის დიპლომატიურმა მისიამ მაშინვე გააპროტესტა და პოლონეთი ვენის კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკუარტურამ მიიღო და შესაბამისად რუსეულ მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით $1.1 მლნ.). გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი  ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ. თავის მხრივ პოლონეთში რუსეთის ელჩი სერგეი ანდრეევი აცხადებს, რომ რუსულმა მხარემ, მომხდარის საპასუხოდ მოსკოვში პოლონეთის საელჩოს ანგარიშები გაყინა. ცნობისათვის მარტში, პოლონეთში 45 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

დავითაშვილი: სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად, არ მაქვს ანგარიშები უცხოურ ბანკებში

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებებს გამოეხმაურა და მას, უსაფუძვლო, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი უწოდა. დავითაშვილის თქმით, არახამიამ ბრალდებებზე მტკიცებულებები უნდა წარადგინოს. „რაც შეეხება ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს, რაც ადრეც მოგვისმენია, წინა შემთხვევებში ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა, დღესაც იგივეა, ჩვენ მოვისმინეთ მხოლოდ საუბარი ბრალდებებზე, თუმცა არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები. ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი“, - განაცხადა დავითაშვილმა. მანამდე, დავით არახამიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. გარდა ამისა, ის აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთ ტრანზაქციების შესახებ მონაცემები და საქართველოდან ბევრი დეპუტატისა და მინისტრის ანგარიშები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ამის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს, ფლობს თუ არა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის აქვს უცხოეთში ანგარიშები. დავითაშვილმა კითხვას ასე უპასუხა: „ერთი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, სხვებზე ვერ ვივარაუდებ, მე პირადად არ გამაჩნია უცხოურ ბანკებში ანგარიშები".  

კვიპროსმა რუსეთის მოქალაქეებს €105 მილიონის ანგარიშები გაუყინა

კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი. კვიპროსის სასამართლომ უკრაინელ ბიზნესმენს $79 მილიონის ქონება გაუყინა - მედია ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან. ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.