კვიპროსის ფინანსთა მინისტრმა კონსტანტინოს პეტრიდისმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის სანქციების ფონზე, რუსეთის მოქალაქეების კუთვნილი 105 მილიონი ევროს ანგარიშები გაყინა. იტყობინება CBS News-ი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ეს თანხა მხოლოდ მცირე ნაწილია გასულ წელს კვიპროსში შეტანილი რუსული დეპოზიტების სავარაუდო 5,6 მილიარდი ევროდან.
ფინანსთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ კვიპროსული კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუს ბიზნესმენებს ეკუთვნით და ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცნენ, „გაძლიერებული კონტროლის ქვეშ" იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ევროგაერთიანება უკვა სანქციების მე-10 პაკეტზე მუშაობს.