თეგი: ბაზარი

ბელორუსმა ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანა შეზღუდა

ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნაა, - წერს ადგილობრივი მედია. ბელორუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნიდან შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის გატანა: ერთ კილოგრამამდე ფქვილი, (წიწიბურას ან ხორბლის), რამდენიმე სახეობის მარცვლეულის (წიწიბურა, მანი, შვრია, შვრიის ფანტელი, ფეტვი), შაქარი, მარილი და მაკარონის სახეობები. ერთ ლიტრამდე ზეთი, სამ ქილამდე ხორცის, რძისა და თევზის კონსერვი (ბავშვთა კვების გამოკლებით); შეზღუდვები არ ვრცელდება ბელორუსის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მდებარე მაღაზიებში შეძენილ საქონელზე. „რეზოლუცია მიღებულია შიდა ბაზრის დასაცავად, სასაზღვრო რაიონებში გაზრდილი მოთხოვნის გამო სასურსათო პროდუქტებზე, რომლებსაც ფიზიკური პირები ყიდულობენ კომერციულ ლოტებში ბელორუსის გარეთ ექსპორტირებისთვის“, - აცხადებენ მთავრობის პრეს-სამსახურში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ UN: მსოფლიო სასურათო ფასები რეკორდულ ნიშნულზეა

კონტეინერების უმსხვილესი ოპერატორი Maersk-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოში ცნობილმა კონტეინერების ოპერატორმა AP Møller-Mærsk (ასევე ცნობილი როგორც Maersk) დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პორტის ოპერატორი Global Ports Investments-ის 30,75%-ის რუსულ კომპანია Delo Group-ზე მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.  Maersk-მა თავისი წილი Global Ports-ში მარტში გაიყიდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.   AP Møller-Mærsk არის დანიური გადამზიდავი კომპანია, რომელიც საზღვაო და შიდა სატვირთო გადაზიდვებს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ახორციელებს. მათ შორის მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და პორტის მართვას. ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია, რომელსაც ფილიალები და ოფისები მსოფლიოს 130 ქვეყანაში აქვს.  

რატომ ვერ იყენებს საქართველო სრულყოფილად, ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულებით მინიჭებულ შესაძლებლობებს - მიზეზები

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 81.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (472.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (350.6 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (295.6 მლნ. აშშ დოლარი). ამავე პერიოდში, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია $683.8 მილიონით. ამ სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.5 % შეადგენს. მეორეა ფეროშენადნობები $365.1 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს აზოტოვანი სასუქები იკავებს $192.7 მილიონით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი). საქართველოს საექსპორტო ქვეყნების სამეულში ისევ ჩინეთი, რუსეთი და თურქეთია, ამასთან, უცვლელი რჩება საექსპორტო სამეულის წილიც. რატომ ვერ ახერხებს საქართველო ბაზრის დივერსიფიცირებას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime  - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა. ET: მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ უცხოეთში ექსპორტზე 3.71 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 963 მილიონი დოლარით ანუ 37%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს რომ არ იცვლება საექსპორტო ბაზრები და პროდუქცია. რა არის ამის მიზეზი? საქართველოში ექსპორტის პრობლემა სულ დგას... ეს გრძელვადიანი პრობლემაა. წმინდა ექსპორტის სახით, რეექსპორტი რომ გამოვაკლოთ, საკმაოდ ცუდი სურათი გვაქვს და ასევე უარყოფითია სავაჭრო სალდო. სურათი უფრო უარესი იყო, თუმცა ახლა 2022 წლის უარყოფითი სალდოს მაჩვენებელი 2020 წლის მონაცემს გაუტოლდა. იმპორტი ცალსახად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ექსპორტი. ასეთია ტრენდი. ET: როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ექსპორტის წილი გაიზარდოს? მსოფლიოს 300 ქვეყნიდან, დაახლოებით 100-თან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობა. მაგრამ ეს სავაჭრო ურთიერთობა არ არის მუდმივი, არის პერმანენტული და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადიც კია. დივერსიფიცირების ამ ნაწილში ვხედავ პრობლემას, რომ უფრო მეტ ქვეყანასთან იყოს სავაჭრო ურთიერთობები. სწორედ ამ ნაწილშია საჭირო აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა და სამთავრობო სექტორის როლი. გვაქვს დიდი პოტენციალი ევროპის ბაზარზე. იგივე ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით (DCFTA) 11 ათასამდე პროდუქტზე გვაქვს პრეფერენცია, ნულოვანი ბაჟი. თავიდან იყო GSP, ხოლო შემდეგ გახდა GSP+ როცა სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან პრეფერენციებს ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ასეულ, დაახლოებით 300-მდე პროდუქტზე. თუმცა ზუსტი ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან უწყებაც კი არ არის, რომელიც გვეტყვის, ევროკავშირის ბაზარზე DCFTA -ის ფარგლებში რამდენი დასახელების პროდუქტი გადის. ეს მაშინ, როცა ამ პრეფერენციებს გააჩნიათ ზღვრები და პირობითად, თუ რომელიმე პროდუქტზე ზღვარი 10 000 ტონაა, როცა ამ ზღვარს მიუახლოვდებით, იქიდან წამოვა კითხვა: რა ხდება საქართველოში წარმოება გაზარდა თუ რა ვითარებაა? ვალდებული ვართ ამ კითხვას ვუპასუხოთ.  ET: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? ჩვენ ამ საკითხზე მეცნიერულად ვმუშაობდით და ვერცერთმა სტრუქტურამ პასუხი ვერ გაგვცა, რომელი პროდუქცია სარგებლობს პრეფერენციით და რა რაოდენობით გადის ევროკავშირის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტრომ საგარეოსკენ გაიშვირა ხელი, საგარეომ სტატისტიკისკენ და „ვიტრიალეთ“ წრეში. ამ 11 ათასი დასახელების პროდუქტიდან, პრეფერენციას რამდენზე ვიყენებთ, ამაზე პასუხის გამცემი სტრუქტურა არ არის. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამისთვის, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია მოხდეს, რადგან ევროპული სივრცე ბევრ ქვეყანას მოიცავს. ET: ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი მაღალი სავაჭრო აქტივობა ექსპორტის კუთხით. რუსეთის ფაქტორს გამოვყოფდი. როგორ ფიქრობთ, რა რისკებს შეიცავს ეს ბაზარი? რუსეთთან მიმართებით ყოველთვის არსებობს რისკი. ამ ქვეყანას ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ამიტომ, რუსეთს თუ დამატებითი ეკონომიკური ბერკეტი ექნება, ეს პოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით, რისკების მატარებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი აგრესორია, არამედ ნებისმიერ სხვა ცივილიზებულ ქვეყანასთანაც კი არ უნდა გვქონდეს ისეთი მაღალი დამოკიდებულება სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით, როგორიც გვაქვს რუსეთთან. სავაჭრო ბრუნვა ამ ქვეყანასთან წლიდან-წლამდე იზრდება და ეს ნეგატიური მოვლენაა, საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით. ეს ქვეყანა არასანდო პარტნიორადაა ცნობილი და მეორე მხრივ, რუსეთი არ უწყობს ხელს წარმოებას და უწყვეტ მიწოდებას და ბევრ შემთხვევაში ჩავარდნები ახასიათებს. ეს არ არის ის სტანდარტი, რომლისკენაც უნდა მიისწრაფოდეს ქართული წარმოება. ET: ადგილობრივი წარმოება რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს? ქართული წარმოება პრაქტიკულად არ გვაქვს. საექსპორტო ათეულშია ძირითადად ნედლი მასალები, ნახევარფაბრიკატები. რასაც საბოლოო პროდუქტის სახე აქვს მიღებული ესაა ღვინო, წყალი და ა.შ. რაც ხაზს უსვამს იმას, რომ პრობლემები გვაქვს წარმოების ნაწილში. პრინციპში, ჩვენ გატანის პრობლემა არ გვაქვს, მთავარია პროდუქტი იწარმოებოდეს. ამ შემთხვევაში წარმოების ხარისხიც მნიშვნელოვანია. თუმცა ადგილობრივ დონეზე, ეკონომიკური პოლიტიკაც არ არსებობს, რომელიც წარმოების მიმართულებით საბაზრო ეკონომიკასთან „შეერთდებოდა“ და დაძრავდა ვითარებას. იგივე შეიძლება ითქვას, საგადასახადო ნაწილში და საკრედიტო სისტემასთან მიმართებაში. ჩვენთან გადასახადები ნაკლებია, მაგრამ რეალურად თუ ავიღებთ საბანკო პროცენტსა და გადასახადებს, ერთად ძალიან დიდი საგადასახადო ტვირთი გამოდის. ამ კუთხით, ჩვენ ჩამოვრჩებით ევროპის ყველა ქვეყანას და მათ შორის აზიის ქვეყნებსაც. ამ საკითხს ანალიზი და გააზრება სჭირდება. ET: კიდევ რა არის იმის მიზეზი, რომ ევროპის ბაზარზე პოზიციებს ვთმობთ? მეორე, რის გამოც ჩვენ ევროპულ სივრცეში ვთმობთ სავაჭრო პოზიციებს, ესაა ჩვენი ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა. კურსის გაუარესება სტაბილური ბაზრებთან გვაშორებს და ვინაცვლებთ ნაკლებად სტაბილური ბაზრებისკენ, რომლებიც მეზობლადაა და არასტაბილური სავალუტო ვითარება ახასიათებთ. სავალუტო რყევებია რუსეთის და თურქეთის სავალუტო სივრცეებშიც. ჩვენს ვალუტასთან მიმართებით, ამ ქვეყნების ვალუტების კურსი კიდევ უფრო უარესდება. მათთან პროდუქტი იაფდება და ჩვენ იმპორტის ნაწილში უფრო მეტად ვებმებით. საქართველოს საექსპორტო საქონლის ათეული 2022 ელის იანვარ-აგვისტო: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $684 მლნ, მატება წინა წელთან 37%; მსუბუქი ავტომობილები - $491 მლნ, მატება წინა წელთან 67%; ფეროშენადნობები - $372 მლნ, მატება წინა წელთან 40%; აზოტოვანი სასუქები - $193 მლნ, მატება წინა წელთან 239%; ღვინოები - $146 მლნ, მატება წინა წელთან 1%; სპირტიანი სასმელები - $92 მლნ, კლება წინა წელთან 2%;) ელექტროენერგია - $74 მლნ, მატება წინა წელთან 398%; მედიკამენტები - $67 მლნ, მატება წინა წელთან 6%; მინერალური და მტკნარი წყლები - $67 მლნ, კლება წინა წელთან 28%; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $60 მლნ, მატება წინა წელთან 125%. (საქსტატის მონაცემები)   

ავტოკონცერნი Mazda რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტოკონცერნი Mazda რუსეთში საქმიანობას წყვეტს. ავტოკონცერნი, თავის წილს ვლადივოსტოკში, ერთობლივ საწარმო Sollers Auto-ს გადასცემს. იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს გარიგება სიმბოლური ღირებულებისაა და 1 ევროს მოიცავს. შეთანხმების საფუძველზე, იაპონური ავტომწარმოებლი თავის აქციებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიბრუნებს. Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ბაზრიდან Infiniti-ი, Mercedes-Benz-ი, Ford-ი და სხვა კომპანიები გავიდნენ. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვტომობილების ბაზარი კრიზისშია. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში თითქმის 63%-ით შემცირდა. ზოგიერთი ბრენდის გაყიდვები კი 90%-ზე მეტით დაეცა.  

რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ახლა გაყინვის ფაზაშია - ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

ფინური ბიზნესის მხოლოდ 4% რჩება რუსეთში, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვანი კლებაა. ამას მოწმობს ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები, წერს Evropeyskaya Pravda Euractiv-ზე მითითებით. ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარებულმა გამოკითხვამ 123 მსხვილ საექსპორტო კომპანიას შორის აჩვენა, რომ მათგან მხოლოდ 4% აგრძელებს ბიზნესს რუსეთში, ხოლო 81%-მა შეწყვიტა საქმიანობა ქვეყანაში, ხოლო 15%-მა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გასვლის პროცესი გრძელდება.  ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლინა ტოივაკკას თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთში ექსპორტი ფინეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. კომპანიებმა რისკების მინიმიზაცია 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან მალევე დაიწყეს. „რუსეთთან ვაჭრობა ახლა გამყინვარების ხანაში გადის. ის შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ნდობა გაქრა, აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ ვაჭრობა აღდგეს", - თქვა ტოივაკკამ.  

McDonald's -ი შესაძლოა, ყაზახეთიდანაც გავიდეს

სწრაფი კვების ქსელი McDonald's -ი, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებული გართულებების წინაშე დგას, რამაც შესაძლოა, კომპანიის ყაზახეთიდან გასვლა გამოიწვიოს. McDonald's-ი ყაზახეთში მუშაობას აჩერებს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, McDonald's-მა დატოვა რუსეთის ბაზარი და ყაზახ ფრანჩაიზებს, რუსი მომწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა. Bloomberg აღნიშნავს, რომ ყაზახური ბიზნესი ვერ ყიდულობს ხორცის კოტლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მომწოდებლებისგან, მაღალი ფასების და ქვეყნის მასშტაბით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების გამო. McDonald's-ის ოფიციალურმა პირებმა, ყაზახეთიდან გასვლის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ McDonald's-მა ბელორუსის ბაზარი საბოლოოდ დატოვა. პარალელურად სწრაფი კვების ობიექტები რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ბელორუსის რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თავის მხრივ „ღმერთს მადლობა გადაუხადა McDonald's-ის ქვეყნიდან გასვლისთვის“.  

რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქში ბაზარი დაბომბეს

9 იანვარს, დილით, რუსეთის ძალებმა, ხარკოვის ოლქის შევჩენკოვის ბაზარზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ცნობებს მომხდარზე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო ავრცელებენ.  სასწრაფო დახმარების რეგიონული ცენტრი ამბობს, რომ სულ დაშავებული 7 მშვიდობიანი მოქალაქეა, მათ შორის 13 წლის გოგო. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ბაზრიდან Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატები ამოიღო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანია Marion Biotech-ის მიერ წარმოებული პრეპარატი, ნოლგრიპ ჯუნიორი - NOLGRIPP Junior, (125მგ + 5მგ + 1მგ)/5მლ ბაზრიდან გამოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, იგივე მწარმოებლის, სამკურნალო პრეპარატები – DOK-1 Max და AMBRONOL - მინარევის სახით,  დიეთილენ გლიკოლს და/ან ეთილენგლიკოლს შეიცავდა. აღნიშნული ნივთიერებები ტოქსიკურია ადამიანისთვის და მისი მოხმარება შესაძლოა ფატალურიც გახდეს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული წამლების რეალიზაცია საქართველოს ბაზარზე არ ხდება. თუმცა, რეგულირების სააგენტომ, შეაჩერა და ბაზრიდან გამოითხოვა, იგივე მწარმოებლის, სხვა პრეპარატი. ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორებსა და რეალიზატორებს დაევალათ, შეაჩერონ წამლის რეალიზაცია, გამოითხოვონ ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს.