ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. მიზეზი ადგილობრივ ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნაა, - წერს ადგილობრივი მედია.
ბელორუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყნიდან შესაძლებელია შემდეგი პროდუქციის გატანა:
ერთ კილოგრამამდე ფქვილი, (წიწიბურას ან ხორბლის), რამდენიმე სახეობის მარცვლეულის (წიწიბურა, მანი, შვრია, შვრიის ფანტელი, ფეტვი), შაქარი, მარილი და მაკარონის სახეობები. ერთ ლიტრამდე ზეთი, სამ ქილამდე ხორცის, რძისა და თევზის კონსერვი (ბავშვთა კვების გამოკლებით);
შეზღუდვები არ ვრცელდება ბელორუსის საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტებზე მდებარე მაღაზიებში შეძენილ საქონელზე.
„რეზოლუცია მიღებულია შიდა ბაზრის დასაცავად, სასაზღვრო რაიონებში გაზრდილი მოთხოვნის გამო სასურსათო პროდუქტებზე, რომლებსაც ფიზიკური პირები ყიდულობენ კომერციულ ლოტებში ბელორუსის გარეთ ექსპორტირებისთვის“, - აცხადებენ მთავრობის პრეს-სამსახურში.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს ცნობით, უკრაინაში ომმა შეარყია ხორბლისა და მცენარეული ზეთის ბაზრები და შედეგად მარტში სუსათზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ