იაპონური ავტოკონცერნი Mazda რუსეთში საქმიანობას წყვეტს. ავტოკონცერნი, თავის წილს ვლადივოსტოკში, ერთობლივ საწარმო Sollers Auto-ს გადასცემს.
გარიგება სიმბოლური ღირებულებისაა და 1 ევროს მოიცავს. შეთანხმების საფუძველზე, იაპონური ავტომწარმოებლი თავის აქციებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ბაზრიდან Infiniti-ი, Mercedes-Benz-ი, Ford-ი და სხვა კომპანიები გავიდნენ.
ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვტომობილების ბაზარი კრიზისშია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში თითქმის 63%-ით შემცირდა. ზოგიერთი ბრენდის გაყიდვები კი 90%-ზე მეტით დაეცა.