თეგი: ბანკი

თურქეთის უდიდესმა კერძო ბანკმა, რუსული Mir-ის ბარათების მომსახურება შეწყვიტა

თურქულმა კერძო ბანკმა Isbank-მა, რომელიც დეპოზიტების თვალსაზრისით უმსხვილესად ითვლება, დღეს რუსული გადახდის სისტემის Mir-ის ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციამ Mir-ის გამოყენება Visa-სა და MasterCard-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ დაიწყო.  Isbank-მა განაცხადა, რომ მზადაა ეროვნული და საერთაშორისო კანონების, რეგულაციებისა და კომერციული ბიზნეს პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს. თურქული ბანკის მიერ რუსული Mir ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ანკარა თავის ხუთ ბანკში რუსული გადახდის სისტემის Mir-ის შემოღებას დათანხმდა.  

„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია.  ამის შესახებ შს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. 14-ვე მძევალი უვნებლად გამოვიდა შენობიდან. როგორც ცნობილია, მათი ნაწილი მანამდე გათავისუფლდა. ქუთაისში ვახტან გომელაური ჩავიდა გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა. ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.  

მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს

ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც აერბაიჯანული მედია წერს, შეხვედრისას საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების საკითხები განიხილეს. Trend ბანკის რეგიონული დირექტორის კომენტარსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს. 27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია მარშრუტის გასწვრივ არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა. ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ალიბეკ კუანტიროვმა აღნიშნა, რომ მოხსენების პრიორიტეტული სფეროები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და შექმნის მეტ პოტენციალს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია - რა წერია მსოფლიო ბანკის ანგარიშში