„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია

  • თოთხმეტივე მძევალი უვნებლად გამოვიდა თავდასხმის ტერიტორიიდან

ბანკში შეჭრიდან დაახლოებით, 8 საათის შემდეგ, ქუთაისში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია. 

ამის შესახებ შს-ს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

14-ვე მძევალი უვნებლად გამოვიდა შენობიდან.

როგორც ცნობილია, მათი ნაწილი მანამდე გათავისუფლდა.

გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.