თურქულმა კერძო ბანკმა Isbank-მა, რომელიც დეპოზიტების თვალსაზრისით უმსხვილესად ითვლება, დღეს რუსული გადახდის სისტემის Mir-ის ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის ფედერაციამ Mir-ის გამოყენება Visa-სა და MasterCard-ის ბაზრიდან გასვლის შემდეგ დაიწყო.
Isbank-მა განაცხადა, რომ მზადაა ეროვნული და საერთაშორისო კანონების, რეგულაციებისა და კომერციული ბიზნეს პრინციპების შესაბამისად იმოქმედოს.
თურქული ბანკის მიერ რუსული Mir ბარათების მომსახურების შეწყვეტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ეროვნული გადახდის ბარათების სისტემის აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების - რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ ანკარა თავის ხუთ ბანკში რუსული გადახდის სისტემის Mir-ის შემოღებას დათანხმდა.