მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს

ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა ალიბეკ კუანტიროვმა შეხვედრა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

როგორც აერბაიჯანული მედია წერს, შეხვედრისას საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) განვითარების საკითხები განიხილეს. Trend ბანკის რეგიონული დირექტორის კომენტარსაც აქვეყნებს, რომლის თანახმად, მსოფლიო ბანკი მზადაა, შუა დერეფნის შესაძლებლობების განვითარებაში წვლილი შეიტანოს.


27 ნოემბერს შუა დერეფანთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა. მსოფლიო ბანკის ანგარიშში შეფასებულია მარშრუტის გასწვრივ არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები.

ძირითადი მიგნებების თანახმად, შუა დერეფანს 2030 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის გასამმაგება შეუძლია. როგორც მოხსენებაში ნათქვამია, შუა დერეფნის მნიშვნელობა და სიძლიერე მდგომარეობს იმ სარგებელში, რომელიც მას შეუძლია მოიტანოს, როგორც შიდარეგიონულმა სავაჭრო დერეფანმა.


ყაზახური მხარის ვარაუდით, რომელმაც აღნიშნული ანგარიში მსოფლიო ბანკთან უკვე განიხილა, ანგარიშის პრიორიტეტული მიმართულებები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და მეტი პოტენციალის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის. ამასთან, ყახაზეთი მიიჩნევს, რომ TITR არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მარშრუტი არსებული ლოგისტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.


ალიბეკ კუანტიროვმა აღნიშნა, რომ მოხსენების პრიორიტეტული სფეროები შესაძლებელს გახდის ძირითადი ნაკადების დივერსიფიკაციას და შექმნის მეტ პოტენციალს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებისთვის.