თეგი: ბიჭვინთა

სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა

ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმად აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსად. „იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყევტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.

რაულ ხაჯიმბა ბიჭვინთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ (FNUA) პოლიტსაბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ის ბიჭვინთაში მდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა „ბიჭვინთაზე თუ თვალს დავხუჭავთ, ხვალ დაისმება საკითხვები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით“, - თქვა ხაჯიმბამ. დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ „აფხაზეთის კონსტიტუცია „მკაფიოდ არეგულირებს ამ საკითხებს“. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა „თუ ჩვენ დავიწყებთ დღეს (ზოგიერთი მერკანტილური, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე) ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების განადგურებას, მაშინ ჩვენ დავასრულებთ მთელ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - დასძინა ხაჯიმბამ. რაულ ხაჯიმბა 2020 წლის იანვარში იმდროინდელი ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეიჭრა. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენის შემდეგ კვლავ განახლდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. ამ შეთანხმებას აფხაზეთის პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება. ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა. აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი. 

სოხუმში, ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ

ბიჭვინთის ობიექტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში შაბათს აქცია გაიმართება. საინიციატივო ჯგუფის, #Ҳараҳпицунда-ს თანახმად, მდუმარე მსვლელობას დემონსტრაციის ელემენტებიც ექნება. ასლან ბჟანიას ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ადგილობრივი ოპოზიცია დაუპირისპირდა მსვლელობა სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოეწყობა. აქციის ჩატარების ნებართვა ორგანიზატორებმა ქალაქის მერიიდან მიიღეს. ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებმა საპროტესტო აქცია ერთხელ უკვე გამართეს. აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში მათი საქციელი ადგილობრივმა ბიზნესმენმა დავით ფილიამ გააკრიტიკა. სოციალურ ქსელებში კი წერდნენ, რომ ახალგაზრდებს ოპოზიცია მანიპულაციის ინსტრუმენტად იყენებს. სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მიიჩნევს, რომ ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მიმართ ბუნებრივ გრძნობებს „გარედან ხელოვნურად ამწვავებენ". მისი თქმით, ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმებას ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ რატიფიცირება სჭირდება.