ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციური პარტიის „აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმის“ (FNUA) პოლიტსაბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მისი თქმით, ის ბიჭვინთაში მდებარე ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას ეწინააღმდეგება.
„ბიჭვინთაზე თუ თვალს დავხუჭავთ, ხვალ დაისმება საკითხვები მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით“, - თქვა ხაჯიმბამ.
დე-ფაქტო ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ „აფხაზეთის კონსტიტუცია „მკაფიოდ არეგულირებს ამ საკითხებს“.
„თუ ჩვენ დავიწყებთ დღეს (ზოგიერთი მერკანტილური, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე) ჩვენი კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების განადგურებას, მაშინ ჩვენ დავასრულებთ მთელ ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - დასძინა ხაჯიმბამ.
რაულ ხაჯიმბა 2020 წლის იანვარში იმდროინდელი ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შეიჭრა.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის საკითხი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის შეთანხმების ახალი ტექსტის გამოჩენის შემდეგ კვლავ განახლდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. ამ შეთანხმებას აფხაზეთის პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.
აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.