ბიჭვინთაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმად აფასებს და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსად.
„იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა. ჩვენ ვხედავთ ამ მოვლენებზე ხალხის მძაფრ რეაქციას. ეს უწყევტი ოკუპაციის შედეგია. კატეგორიულად ვგმობ და საერთაშორისო საზოგადოებას მკვეთრი რეაგირებისკენ მოვუწოდებ“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის.