თეგი: გათავისუფლება

ზელენსკიმ საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში უკრაინის ელჩები თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია: „მოძებნეთ სხვა სამსახური" უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია ნათქვამი. შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. თანამდებობები დატოვეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა. 2022 წლის 30 მარტს, ვოლოდიირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. მანამდე  ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა. 

უკრაინა: კუნძულ ზმეინის 30 დამცველი, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია

კუნძულ ზმეინის 30 ლეგენდარული დამცველი რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან თავისუფალია. ამის შესახებ RBC-Ukraine-ი ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისრის დიმიტრი ლუბინეცის პუბლიკაციაზე დაყრდნობით იუწყება. რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა „ემოციური კომუნიკაციის დროს, სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 30 სამხედრო ტყვე ზმეინის კუნძულიდან ტყვეობიდან უკვე თავისუფალია. ამასთან, ჩვენი ჯარისკაცებს, რომლებიც კვლავ ტყვეობაში არიან, აუცილებლად გავათავისუფლებთ",- აღნიშნა ლუბინეცმა. ზელენსკი: კუნძულ ზმეინის გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში მისივე თქმით, კუნძულ ზმეინის მეომრები ამ ომის ლეგენდად იქცნენ, „რადგან მათ ბრძოლა მაშინ მიიღეს, როცა ბევრი დეზორიენტირებული იყო“. რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი  

Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა

ტელეკომპანია Дождь-მა (შეტანილია რუსეთში "უცხოური აგენტების" რეესტრში) გამოაცხადა, რომ ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-ის თანამშრომელმა, გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. „ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ "დოჟდის" ხელმძღვანელობა მას ერთადერთ სწორ და შესაძლებლად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინა კოტრიკაძემ. პირველ დეკემბერს გადაცემაში Здесь и сейчас წამყვანმა თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედროს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით ან უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით". პარასკევს ღამით სკანდალის შემდეგ, ეს ფრაზა ეთერიდან ამოიღეს, ბოდიში მოიხადა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ (რუსეთში „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეტანილი). მან განაცხადა, რომ კოროსტელევის „აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს" და „ქმნის განცდას, რომ „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს".  

Amazon-მა რეკორდული რაოდენობის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განაცხადა

Amazon-ი 18000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას Amazon-ის ხელმძღვანელმა „ეკონომიკაში გაურკვევლობა“ და ის ფაქტი დაასახელა, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ თანამშრომლებს აქტიურად იღებდა. თანამდებობიდან გათავისუფლება ძირითადად აისახება Amazon-ის საცალო ბიზნესზე, როგორიცაა Amazon Fresh-ი და Amazon Go-ს ოფლაინ მაღაზიები და PXT-ის განყოფილება, რომელიც პერსონალის საკითხებს ეხება. ქვეყნები არ დაუსახელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ Amazon-ის ახალი გადაწყვეტილება ევროპის ქვენებზე აისახება.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს 13 ქვეყანას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. „ვეყრდნობით რა ჩვენს ვალდებულებებს, პირველ #SummitForDemocracy-ზე, დღეს ჩვენ დავუშვით ინიციატივა #WithoutJustCause, რომელიც მიმართულია პოლიტპატიმრების გათავისუფლებზე. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებებს, გაათავისუფლონ ისინი, ვინც თავისი უფლებების მშვიდობიანი გამოყენების გამო დააპატიმრეს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი Twitter-ზე.  სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე მითითებულ „პოლიტპატიმრების“ ჩამონათვალში მოხვდნენ: რანია ალ-აბასი (სირია), ეკპარ ასათი (ჩინეთი), ემირლენდრის ბენიტესი (ვენესუელა), მაიკელ „ოსორბო“ კასტილიო (კუბა), მოჰამედ ელ-ბაქერი (ეგვიპტე), ხოსე დანიელ ფერერი (კუბა), გო შერაბ გიატსო (ჩინეთი), მარია კალესნიკავა (ბელარუსი), ვლადიმირ კარა-მურზა (რუსეთი), კიმ კუკ-გი (ჩრდილოეთ კორეა), იჰარ ლოსიკი (ბელორუსი), ელჩინ მამადი (აზერბაიჯანი), მანსურ მინგელოვი (თურქმენეთი), ნარგეს მოჰამადი (ირანი), ფამ დოან ტრანგი (ვიეტნამი),  ბუზურგმეჰრ იოროვი (ტაჯიკეთი).