Amazon-ი 18000-ზე მეტი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს.
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენდი ჯესიმ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.
ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას Amazon-ის ხელმძღვანელმა „ეკონომიკაში გაურკვევლობა“ და ის ფაქტი დაასახელა, რომ კომპანია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალ თანამშრომლებს აქტიურად იღებდა.
თანამდებობიდან გათავისუფლება ძირითადად აისახება Amazon-ის საცალო ბიზნესზე, როგორიცაა Amazon Fresh-ი და Amazon Go-ს ოფლაინ მაღაზიები და PXT-ის განყოფილება, რომელიც პერსონალის საკითხებს ეხება.
ქვეყნები არ დაუსახელებიათ, თუმცა ცნობილია, რომ Amazon-ის ახალი გადაწყვეტილება ევროპის ქვენებზე აისახება.