უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებებშია ნათქვამი.
შესაბამისად, საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტი დატოვა იგორ დოლგოვმა. თანამდებობები დატოვეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა იური მუშკამ, პორტუგალიაში ინა ოგნივეცმა, ირანში სერგეი ბურდილიაკმა და ლიბანში იგორ ოსტაშმა.
2022 წლის 30 მარტს, ვოლოდიირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას. მანამდე ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის საქმიანობით უკმაყოფილოა.