თეგი: გასვლა

მსოფლიოში ყავის მეოთხე მსხვილი მწარმოებელი Tchibo, რუსული ბიზნესიდან გავიდა

რუსული მედიის ცნობით, გერმანულმა კომპანია Tchibo GmbH, რომელიც ყავის მეოთხე მწარმოებელია მსოფლიოში, რუსული ბიზნესი დატოვა.  იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის თანახმად, ივლისში ჩიბო შპს Chibo CIS-ის მფლობელობიდან გავიდა.  გამოცემის წყაროს ცნობით, 2022 წლის ბოლომდე Cibo CIS-მა შეინარჩუნა Tchibo-სა და Davidoff-ის ყავის ბრენდების გამოყენების უფლება, რის შემდეგაც კომპანიამ ყავის მიწოდება ახალი ბრენდით უნდა დაიწყოს.  Tchibo GmbH, გერმანელ მეწარმეთა ჰერცის ოჯახს ეკუთვნის და გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთსა და უნგრეთში ყავის უმსხვილესი მომწოდებელია. კომპანიის ბრუნვამ 2020 წელს 3,13 მილიარდი ევრო შეადგინა. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ათასზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ისინი დატოვებენ რუსეთს ან შეზღუდავენ თავიანთ საქმიანობას ქვეყანაში.  

კონტეინერების უმსხვილესი ოპერატორი Maersk-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოში ცნობილმა კონტეინერების ოპერატორმა AP Møller-Mærsk (ასევე ცნობილი როგორც Maersk) დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პორტის ოპერატორი Global Ports Investments-ის 30,75%-ის რუსულ კომპანია Delo Group-ზე მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.  Maersk-მა თავისი წილი Global Ports-ში მარტში გაიყიდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.   AP Møller-Mærsk არის დანიური გადამზიდავი კომპანია, რომელიც საზღვაო და შიდა სატვირთო გადაზიდვებს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ახორციელებს. მათ შორის მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და პორტის მართვას. ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია, რომელსაც ფილიალები და ოფისები მსოფლიოს 130 ქვეყანაში აქვს.  

Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. ავტოკონცერნი ყიდის თავის ქარხანას მოსკოვის რეგიონში.  ამის შესახებ რუსული მედია, კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის. Mercedes-ი, მესამე ავტომწარმოებელია სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც რუსეთი დატოვა. მანამდე, თავიანთი აქტივები Renault-მა და Nissan-მა და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში Toyota-ს ქარხანა დაიხურა.  

Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford Motor Company-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესაზებ გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.  Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ამერიკულმა ავტომწარმოებელმა განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომპანიამ დაასრულა შეთანხმება რუსულ ერთობლივ საწარმოში Sollers Ford-ის 49%-ის გაყიდვის შესახებ.  გარიგებისა და ფასის დეტალები არ ხმაურდება. ამავდროულად, ამერიკული კომპანია ინარჩუნებს შესაძლებლობას, რომ თუ მსოფლიოში ვითარება შეიცვლება, 5 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე ისევ დაბრუნდება.   Ford-ი, მეოთხე ავტომწარმოებელია სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც რუსეთი დატოვა. მანამდე, თავიანთი აქტივები Mercedes-მა, Renault-მა და Nissan-მა და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში Toyota-ს ქარხანა დაიხურა.  

არესტოვიჩი: რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს

რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.  უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს „რუსეთის ჯარის ხერსონიდან გაგდება მძიმე ბრძოლების, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გარღვევით, მძიმე, სისხლიანი შრომის შედეგად მოხდა. ძვირფასო ხერსონელებო, აი ჩვენ ვბრუნდებით, თქვენც ბრუნდებით... კეთილი იყოს თქვენი სახლში მობრძანება.  ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე, გარკვეული დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. ამის შემდეგაც არ იქნება ვითარება მარტივი და სტაბილური“, - წერს არესტოვიჩი Facebook-ზე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ავტოკონცერნი Mazda რუსეთის ბაზარს ტოვებს

იაპონური ავტოკონცერნი Mazda რუსეთში საქმიანობას წყვეტს. ავტოკონცერნი, თავის წილს ვლადივოსტოკში, ერთობლივ საწარმო Sollers Auto-ს გადასცემს. იაპონური ავტომწარმოებელი Infiniti რუსეთის ბაზარს ტოვებს გარიგება სიმბოლური ღირებულებისაა და 1 ევროს მოიცავს. შეთანხმების საფუძველზე, იაპონური ავტომწარმოებლი თავის აქციებს მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიბრუნებს. Ford-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის ბაზრიდან Infiniti-ი, Mercedes-Benz-ი, Ford-ი და სხვა კომპანიები გავიდნენ. Mercedes Benz-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს ექსპერტების შეფასებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში ვტომობილების ბაზარი კრიზისშია. რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 63%-ით შემცირდა ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტომობილების გაყიდვები ოქტომბერში თითქმის 63%-ით შემცირდა. ზოგიერთი ბრენდის გაყიდვები კი 90%-ზე მეტით დაეცა.  

McDonald’s-ი ბელორუსიდანაც გადის

McDonald’s-მა ბელორუსის ბაზრის დატოვება გადაწყვიტა. პარალელურად, სწრაფი კვების ობიექტები, რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ამის შესახებ RBC-Ukraine კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება. McDonald’s რუსეთის ბაზარს საბოლოოდ ტოვებს „მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნები, რომლებიც KSB Victory Restaurants Unitary Enterprise-ის კონტროლის ქვეშაა, მუშაობას Vkusno-i Tochka ბრენდის ქვეშ დაიწყებენ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამავდროულად, კომპანია პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ყველა სამუშაო ადგილს. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ მას შემდეგ შექმნა, რაც McDonald’s-მა რუსული ბაზარი დატოვა და ბიზნესი სრულად გაიყიდა. რუსეთში „ვკუსნო ი ტოჩკა“-ს ბრენდით, პირველი რესტორნები 12 ივნისს გაიხსნა.