გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. ავტოკონცერნი ყიდის თავის ქარხანას მოსკოვის რეგიონში.
ამის შესახებ რუსული მედია, კომპანიის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდინგი Автодом-ი, როგორც Mercedes Benz-ის წილების ახალი მფლობელი, საწარმოო პარტნიორების სახით სხვა კომპანიების მოზიდვას შეძლებს პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხნის ბაზაზე ერთობლივი წარმოების ორგანიზებისთვის.
Mercedes-ი, მესამე ავტომწარმოებელია სამგზავრო სეგმენტში, რომელმაც რუსეთი დატოვა. მანამდე, თავიანთი აქტივები Renault-მა და Nissan-მა და დატოვეს რუსეთი, ასევე ქვეყანაში Toyota-ს ქარხანა დაიხურა.