McDonald’s-მა ბელორუსის ბაზრის დატოვება გადაწყვიტა.
პარალელურად, სწრაფი კვების ობიექტები, რუსული ბრენდის „ვკუსნო ი ტოჩკას“ ქვეშ გააგრძელებენ მუშაობას. ამის შესახებ RBC-Ukraine კომპანიის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება.
„მაკდონალდსის სწრაფი კვების რესტორნები, რომლებიც KSB Victory Restaurants Unitary Enterprise-ის კონტროლის ქვეშაა, მუშაობას Vkusno-i Tochka ბრენდის ქვეშ დაიწყებენ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ამავდროულად, კომპანია პირობას დებს, რომ შეინარჩუნებს ყველა სამუშაო ადგილს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციამ სწრაფი კვების რესტორნების ქსელი „ვკუსნო ი ტოჩკა“ მას შემდეგ შექმნა, რაც McDonald’s-მა რუსული ბაზარი დატოვა და ბიზნესი სრულად გაიყიდა.
რუსეთში „ვკუსნო ი ტოჩკა“-ს ბრენდით, პირველი რესტორნები 12 ივნისს გაიხსნა.