თეგი: გენშტაბი

ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშიით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების თავდასხმა და შტურმი სამი მიმართულებით მოიგერიეს. კერძოდ, სლობოჟანსკის მიმართულებით, მოწინააღმდეგე სამხედრო ოპერაციებს, დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით აწარმოებს, ასევე ცდილობს, გაიუმჯობესოს ტაქტიკური მდგომარეობა. ასევე, დონეცკის მიმართულებით ოკუპანტების ძალისხმევა მიმართულია ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებებით აქტიური ოპერაციების ჩატარებაზე. გენშტაბის ცნობით, ნოვოპავლოვსკის მიმართულებით, ოკუპანტებმა შეტევითი ოპერაცია განახორციელეს ნოვომიხაილოვკას, ზოლოტაია ნივის დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.  

რა დანაკარგები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომში

უკრაინის გენერალურმა შტაბმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთმა 2,765 ტანკი, 5,611 ჯავშანტექნიკა, 4,191 მანქანა და საწვავის ავზი, 1,781 საარტილერიო სისტემა, 391 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 202 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 277 თვითმფრინავი, 26014 ვერტმფრენი და 16 ხომალდი დაკარგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა, დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან მოვიგერიეთ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, დამპყრობლების თავდასხმები დონეცკის ოლქის ბახმუტის, ბელოგოროვკას, კურდიუმოვკას, მარინკას, ნოვომიხაილოვკას, პერვომაისკოეს, პოდგოროდნოიეს, სადავო, სტელმაჰოვკას და იაკოვლევკას დასახლებებში მოიგერიეს. „გასული დღის განმავლობაში მტერმა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი დაბომბვა განახორციელა. რუსული სარაკეტო დარტყმის ქვეშ იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.  ვოლინსკის, პოლესკის და სივერსკის მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, მტრის შემტევი დაჯგუფებების ფორმირების ნიშნები არ გამოვლენილა. ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონებში სლობოჟანსკის მიმართულებით, მტრის გარკვეული ნაწილები აგრძელებენ დავალებების შესრულებას და რუსეთ-უკრაინის საზღვრზე საჩვენებელი და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელებას. კუპიანსკისა და ლიმანსკის მიმართულებებზე, მტერი იცავს ადრე ოკუპირებულ ხაზებს. საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა, კერძოდ, ხარკოვის ოლქის დასახლებების კროხმალნოესა და ტაბაევკას რაიონებში; ლუგანსკის ოლქში მაკეევკა, ნევსკოე, ნოვოსელოვსკოე, პლოშჩადკა და სტელმახოვკა და დონეცკის ოლქში ბერესტოვოე. ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებებზე, მტერი თავის ძირითად ძალისხმევის კონცენტრირებას შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე ახდენს. ახორციელებს დაბომბვას ტანკებიდან, ნაღმტყორცნებიდან, ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან. ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მტერი თავდაცვითია. კრივი როჰისა და ხერსონის მიმართულებით მტერი ახორციელებს პოზიციურ თავდაცვას, აუმჯობესებს საფორტიფიკაციო აღჭურვილობას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას მოწინავე ნაწილებისთვის. ჩვენი ჯარების პოზიციების გასარკვევად და საარტილერიო ცეცხლის გასწორების მიზნით, უპილოტო საფრენი აპარატი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას“, - ნათქვამია, უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის თავდასხმა 16 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისივე თანახმად, მტერი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკისა და ზაპოროჟეს მიმართულებით. სხვა მიმართულებით, მტერი ცდილობს შეზღუდოს უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების მოქმედებები, ომბავს უკრაინის ჯარების პოზიციებს და სამოქალაქო ობიექტებს მთელი საკონტაქტო ხაზის გასწვრივ, ამაგრებს თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების საინჟინრო აღჭურვილობას. გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ძალებმა შვიდი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის ხუთი დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ასევე 79 MLRS შეტევა, კერძოდ, ქალაქ ხერსონზე. დაფიქსირდა მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში. „უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2022 წლის 24 თებერვლიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დაახლოებით 94 760 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს, მათ შორის 620 ოკუპანტი მხოლოდ 11 დეკემბერს“, - წერს უკრაინული მედია.  

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, დამპყრობლების თავდასხმები რეგიონებში 25 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე განაცხადა.  „ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები ოცდახუთი დასახლებული პუნქტის რაიონებში. მათ შორისაა მასიუტოვკა ხარკოვის რეგიონში; პოდკუიჩანსკი, დიბროვა და ბელოგოროვკა ლუგანსკის რეგიონში და ვერხნეკამენსკოე, ვესელე, იაკოვლევკა. დონეცკის ოლქში, ბახმუტსკოე, ბახმუტ, ვოდიანოე, სანდსი, ნეველსკოე, მარინკა, ნოვომიხაილოვკა და პრეჩისტოვკა", - ნათქვამია განცხადებაში. ამავდროულად, მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა, ასევე 61 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.  დეკემბრის დასაწყისიდან უკრაინაში 67 ირანული დრონი ჩამოაგდეს შედეგად, მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაზარალდა ქალაქ ხერსონის, კონსტანტინოვკასა და ვოლჩანსკის მშვიდობიანი მოსახლეობა. მთელს უკრაინაში საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.  

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე უკრაინელ თანამშრომლებს აღარ უშვებენ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელ თანამშრომლებს, რომლებმაც „როსატომთან“ კონტრაქტები არ გააფორმეს, საშვები დაუბლოკეს და სადგურში აღარ უშვებენ. ხოლო იმ თანამშრომლებს, რომლებიც იძულებული გახდნენ კონტრაქტები გაეფორმებინათ, ხელფასი შეუმცირეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივმა წარმომადგენლობამ დაიწყეს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს, ხოლო ატომური სადგური რუსეთის საოკუპაციო ჯარს მარტიდან აქვს დაკავებული.